ფლორიდის ქალაქ ტამბა ბეის ზოოპარკი” ფიზიკურად ძლიერ ადამიანებს ბენგალიურ ვეფხვთან “დაჭიდებას” სთავაზობს.
შეჯიბრება სინამდვილეში ბაგირის გაქაჩვაში მიმდინარეობს.
ცხადია, 200 კგ-იან “ფისოსთან” ძალიან ძლიერ ადამიანსაც კი იოტისოდენა შანსი არა აქვს და ვეფხვი ერთს კი არა, 2-3 კაცსაც მუდმივად ამარცხებს, თუმცა, ატრაქციონს მაინც უამრავი მაყურებელი ჰყავს.
ატრაქციონს სასტიკად აკრიტიკებენ ცხოველთა დამცველები, ისინი ამას “საწყალ” ვეფხვზე ძალადობად მიიჩნევენ. თუმცა ჯიუტად არ სურთ შეამჩნიონ, რომ ვეფხვს ბაგირზე ჩაჭიდებას არავინ აძალებს და თამაში აშკარად თავად უფრო სიამოვნებს, ვიდრე ჩრდილში უქმად კოტრიალი.