26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩოხატაურში არაერთი სპორტული ღონისძიება და შეჯიბრი ჩატარდა ჩოხატაურში.
ჩატარებული სპორტული ასპარეზობების შესახებ “გურია ნიუსი” ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის ხელმძღვანელ ზურან ჯინჭარაძეს ესაუბრა.
ჯინჭარაძის თქმით, შეჯიბრი ჩატარდა მკლავჭიდში, ბაგირის გადაძალვაში, ჩატარდა დოღი და რაგბი.
მკლავჭიდში – გაიმარჯვა ნუკრი ცხომელიძემ სოფელ კოხნარიდან. მეორე ადგილზე კი ანტონ სიხარულიძე გავიდა ბუკისციხიდან.
ბაგირის გადაძალვაში გამართულ შეჯიბრში გაიმარჯვა სოფელ ამაღლების გუნდმა და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე ადგილზე გავიდა სპორტის განვითარების ცენტრის გუნდი, მესამე ადგილი დაიკავა სურების ხეობის გუნდმა.
ასევე გაიმართა დოღი.
სოფლის ადგილობრივი ჯიშის ცხენებში 1 კილომეტრიან დისტანციაზე 1-ლი ადგილი მოიპოვა მირიან ჩხიკვაძემ, სოფელი ჯვარცხმა. მეორე ადგილზე გავიდა სოსო რამიშვილი, სურების ხეობა, მესამე ადგილზე გავიდა გიორგი ლობჟანიძე, ასევე სურების ხეობა.
შერეული ჯიშის ცხენებში 2 კილოემტრიან დისტანციაზე გაიმარჯვა კუსა ბასილიამ, საცხენოსნო კლუბი “მონთქი”, მეორე ადგილი- სოსო რამიშვილი, შუა სურები, მესამე ადგილი მოიპოვა მირიან ჩხიკვაძემ, ჯვარცხმა.
გაიმართა ასევე მარულა, 4 კილომეტრიანი დისტანცია- 1-ლი ადგილი დაიკავა სოსო რამიშვილმა, ჩოხატაურის სპორტის ცენტრი, მეორე ადგილზე გავიდა ტელმან ბერიძე, სოფელი ხიდისთავი, მესამე ადგილზე გავიდა კუსა ბასილია, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
ასევე გაიმართა რაგბი კლუბ “ღონესა” და “ჯანის” შორის, რომელიც 25-10 “ღონეს” გამარჯვებით დასრულდა”,_ გვითხრა ჯინჭარაძემ.
ავტორი