სროლა იყო ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან.
სროლის შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი.
ამ დროისთვის დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჯერჯერობით უცნობია, ჭრილობები რა სახის იარაღით არის მიყენებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი.
შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.