თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ექიმის თქმით, დაშავებულს ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო: რუსთავი2