მზარდი დაძაბულობის ფონზე ჩრდილოთ და სამხრეთ კორეამ საზღვაო საზღვართან გამაფრთხილებელი გასროლები გაცვალეს.
როგორც reuters იუწყება, ფხენიანმა და სეულმა ერთმანეთი საზღვაო საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულეს.
სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი გასროლა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემმა „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზი“ გადაკვეთა, რომელიც არის დე ფაქტო საზღვარი.
ჩრდილოთ კორეა კი აცხადებს, რომ ე.წ. “ლიმიტის ხაზი” სამხრეთ კორეას საზღვაო ფლოტის გემმა დაარღვია, რაზეც რეაგირება მოახდინეს და არტილერიით ათჯერ ისროლეს.