სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთში და მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბადიაურში, იორმუღანლოსა და დუზაგრამაში ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ხეები წააქცია და ცენტრალური გზები ჩახერგა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით ადგილზე გამოცხადდა ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი მერის წარმომადგენლებთან ერთად და დროულად დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.
ჩახერგილი მონაკვეთები გამოთავისუფლებულია და ტრანსპორტის გადაადგილება უკვე აღდგენილია.