გუშინდელმა ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მოგლეჯილია ხეეები. მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით სტიქიის გამო, ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების დიდი ნაწილს
_ დილიდანვე განახლდა აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში ასწლოვანი ხის მიერ ჩახერგილი გზის გაწმენდა, სადაც ახლაც იმყოფებიან გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე, _ აღნიშნეს პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, წაქცეულმა ხემ სადენები დააზიანა ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში. გზის გაწმენდითი სამუშაოები აქ გუშინვე დასრულდა.
ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა. სპეციალური კომისია სტიქიის ზონებში იმყოფება.