გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს, _ ინფორმაციას დარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი.
აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნტქტებშიც.