https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სტიქიური ნაგავსაყრელები საქართველოში და მისი გავლენა ეკოსისტემებზე (R)

14:01; 21.01.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საყოფაცხოვრებო ნარჩენი თანამედროვე გაგებით, არ არის ადამიანისთვის გამოუდეგარი ან არასაჭირო რამ, არამედ დღეს ის გვევლინება, როგორც მეორადი გამოყენების საგანი, რომლიდანაც შეიძლება შეიქმნას მოსახლეობისათვის საჭირო მრავალი მოხმარების საგნები.

წარმოშობის მიხედვით, ნარჩენი შეიძლება დავყოთ შემდეგ ტიპებად:

_სამრეწველო;

_ სასოფლო-სამეურნეო;

_ სამშენებლო;

_ სამედიცინო;

_ საყოფაცხოვრებო და სხვა.

საშიშროების მიხედვით ნარჩენები შეიძლება დავყოთ _ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებად.

 სახიფათოა ნარჩენი მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, მათი შენახვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ან თუ შეიცავს ის იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საშიში ინფექციების გავრცელების წყაროა ან ეს ნივთიერებები ცეცხლსაშიშ და ადვილად ასაფეთქებელ ნივთიერებებს წარმოადგენენ. ასევე სახიფათოა ნარჩენი თუ ის საშიშია და ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 საყოფაცხოვრებო ნარჩენი, არის ყოველივე ის, რაც გროვდება ოჯახებში, დაწესებულებებსა და ოფისებში, დასახლებულ კომპლექსებში და სხვა. მისი ფრაქციული შემადგენლობა შეიძლება დავყოთ სველ (ძირითადად საკვები პროდუქტების ნარჩენები) და მშრალ ფრაქციად.

_ მშრალი ფრაქციის შემადგენლობაა:

_ პლასტიკა;

_ მუყაო-ქაღალდი (მაკულატურა);

_ შუშა;

_ ქსოვილები (ძველი ტანსაცმელი);

_ ელექტროსაგნები, ბატარეები, აკუმულატორები;

_ რეზინის საგნები;

_ ვერცხლისწყლის შემცველი ნათურები და სხვა.

საქართველოში განსაკუთრებულად მრავლადაა სტიქიური (არაკონტროლირებადი) ნაგავსაყრელები, რომლებიც ხშირად განლაგებული არიან ხევებში (განსაკუთრებით რეგიონებში), მდინარეების პირას, საძოვრების ტერიტორიებსა და დასახლებულ ტერიტორიებთან ახლოს. აღნიშნულ ნაგავსაყრელებზე ხშირად შევხვდებით სახიფათო ნარჩენებსაც, იმდენად, რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი. სტიქიური ნაგავსაყრელები, რომლებიც ხასიათდებიან განსაკუთრებული ანტისანიტარიით, სამწუხაროდ, მიმზიდველი გამოდგა შინაური ცხოველებისთვის და შესაბამისად, საშიში იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც არც თუ ისე შორს ცხოვრობენ არსებული ნაგავსაყრელების ტერიტორიებიდან. ამიტომაც, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის “ორქისი”-ის მუშა ჯგუფის მიერ (“დავასუფთაოთ საქართველო”-ს (ფაზა III) პროექტის ფარგლებში) შვედეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით, გახორციელდა თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სტიქიური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია, აგრეთვე ზოგიერთი მეტად თვალსაჩინო სტიქიური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები. შედეგად, პირველად ჩვენს ქვეყანაში, შესწავლილ და შეფასებულ იქნა ამ ტიპის ნაგავსაყრელების გავლენა ეკოსისტემების დაბინძურების პროცესებზე და იმ ნეგატიური ზეგავლენების დადგენა, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

 არსებული მდგომარეობა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად გამოწვეულია რეგიონებში სერვისის არ არსებობის და მოსახლეობის შედარებით დაბალი ცნობიერების გამო (ეკოლოგიური განათლების ნაკლებობა). საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი აწყობილი სისტემა, რომელიც დაალაგებდა ყველა ამ პრობლემას და გახდიდა საქართველოს უფრო ევროპულ ქვეყნად. ამისთვის, ალბათ, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ჩადოს მეტი ფინანსები მოცემული პრობლემების გადაწყვეტაში და მოიზიდოს მეტი ინვესტორები.

 კომპონენტები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა შესწავლილი, ახასიათებთ და შესაბამისად არსებობენ ნაგავსაყრელების ტერიტორიებზე. ესენი არიან ზოგიერთი ბიოგენური ელემენტების ფორმები, ზოგიერთი კანცეროგენული მძიმე ლითონები, ან ისეთი აქტიური მიკრობაქტერიები, როგორებიცაა ერშერიხია კოლი (E-coli), ფეკალური სტრეპტოკოკები, ტოტალური კოლიფორმები, რომლებიც გარემოში ხშირად ქმნიან ანტისანიტარულ მდგომარეობას.

 როგორც მოგახსენეთ, საანალიზო ნიმუშებს (ნიადაგი, წყალი) ვიღებდით სტიქიური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებიდან, რომლებსაც ვიკვლევდით როგორც ფიზიკურ-ქიმიური, ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური კუთხით, ანუ ჩვენთვის დაინტერესებულ ობიექტებს ვსწავლობდით კომპლექსურად.

 რამდენიმე წლის მიღებულმა შედეგებმა თვალნათლივ დაგვანახეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სტიქიური ნაგავსაყრელები ხშირ შემთხვევაში აბინძურებენ მიმდებარე ტერიტორიებს, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის შინაური ცხოველებისა და რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობის ჯანმრთელობას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მხრივ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ვიდრე მის დასავლეთ ნაწილში. კერძოდ, მძიმე ლითონებიდან ნიადაგის ნიმუშები ყველაზე დაბინძურებული აღმოჩნდა ტყვიით. ის ხშირ შემთხვევაში რამდენჯერმე აჭარბებდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს (ზდკ), ასევე მძიმე ლითონებიდან თავი იჩინა სპილენძმა და თუთიამაც, თუმცა არა იმ დოზით, რასაც ადგილი ჰქონდა ტყვიის შემთხვევაში. მხოლოდ და მხოლოდ 2 შემთხვევაში აღმოჩნდა მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებული კადმიუმით, რომელიც თავისი კანცეროგენული თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება ტყვიას. არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა საანალიზო ნიმუშები დაბინძურებული ვერცხლისწყლით.

 მდინარის წყლის საანალიზო ნიმუშების შედეგებმა (თუკი ნაგავსაყრელი მდებარეობდა მდინარის პირას) ასევე დაგვანახეს, რომ სტიქიური ნაგავსაყრელები ხშირ შემთხვევაში აბინძურებს მდინარის წყალს და, შესაბამისად, გარკვეულ როლს თამაშობს ზედაპირული წყლების დაბინძურების პროცესებში. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში როგორც ნიადაგის ასევე წყლის ნიმუშებში დაფიქსირდა E-coli-ისა და ფეკალური სტრეპტოკოკების ნორმატივებზე მეტი რაოდენობები, ასევე, ამონიუმის იონის მომატებული კონცენტრაციები, რაც მიანიშნებს მიმდებარე ტერიტორიების ანტისანიტარულ მდგომარეობაზე.

 ჩვენ მიერ განხილული დამაბინძურებლები ნაგავსაყრელებზე შემთხვევით როდი ხვდება; ისინი სხვადასხვა პროდუქტის თუ ნივთის შემადგენლობაში შედიან და ასე აღმოჩნდებიან ხოლმე მოცემულ ობიექტებზე. ესენია _ რემონტის შემდგომ დარჩენილი საღებავიანი ან რაიმე გამხსნელის შემცველი ჭურჭელი, გატეხილი ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები, წყობიდან გამოსული ეკონომიური ნათურები, ბატარეები, კონდენსატორები, საკვები ნარჩენები და მრავალი სხვა.

 ბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელები მნიშვნელოვნად ნეგატიურ გავლენას ავლენენ ეკოსისტემების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ქვეყნის მთავრობამ (განსაკუთრებით კი ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა) მეტად უნდა იზრუნოს (მაგალითად, შეთავაზონ მეტი სერვისი) იმაზე, რომ ქვეყანაში სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლოს და რაც მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ პირნათლად შეასრულოს ყველა ის დირექტივები და ვალდებულებები, რომლებიც იმ ევროასოცირების ხელშეკრულების შემადგენელია, რომელსაც მან ხელი მოაწერა.

ნუგზარ ბუაჩიძე, 
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, გარემოს მონიტორინგის ექსპერტი

(R)

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3 მარტი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3 მარტი, 2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3 მარტი, 2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3 მარტი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკში _ ბანკი განცხადებას ავრცელებს

10:04; 3 მარტი, 2026

მინერალური წყლის სასიცოცხლო ენერგია

"უცოდველი" ცნობილები

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

10:33; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკში _ ბანკი განცხადებას ავრცელებს

10:04; 3.03.2026
საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026
0

“მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

10:33; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო