უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯუდა და თორთლა, რის შედეგადაც დაიტბორა სოფლები – რეხა, მეჯვრისხევი, ზერტი, სვენეთი და კარალეთის დევნილთა დასახლება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დატბორილია დაახლოებით 70 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები, ასევე მიწის ნაკვეთები და სავარგულები.