ერთ დღიანი გამოდარების შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უამინდობა ისევ გრძელდება.
ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა არაერთ სოფელს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაშია. სოფელ ხორეთში 80 ოჯახია უგზოდ დარჩენილი. წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ომფარეთში, რის გამოც ათეულობით ოჯახი მოწყვეტილია გარესამყაროს.
ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
[sexy_author_bio]