https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სტიქია, რომელმაც სამი სიცოცხლე, ასევე, საარსებო გარემო წაგვართვა

19:48; 10.10.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ერთი წლის წინ, 2023 წლის 8 სექტემბერს, გურიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა და წყალდიდობამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ორი არასრულწლოვანის ცხედარი _ სოფელ ჯუმათში, ერთი ზრდასრული ადამიანის ცხედარი კი სოფელ სილაურში იპოვეს.  ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ, ოფიციალური პირები, საჯარო გამოსვლებში 500-ზე მეტ დაზარალებულ ოჯახზე საუბრობდნენ.

გურიაში მაშინ განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ცხადჰყო, საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მართვის სისტემაში არსებული კრიტიკული ვითარება და პასუხისმგებელ ორგანოთა იდენტიფიცირების აუცილებლობა ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე.

აღმოჩნდა, რომ საქართველოს არათუ სტიქიების პრევენციის, მართვის და შედეგების ეფექტური მინიმალიზაციის სისტემები არ აქვს, სახელმწიფოს ამ სისტემების დასაგეგმად საჭირო დოკუმენტებიც კი არ გააჩნია _ საქართველოს ჰქონდა კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებისთვის. მისი განახლებული ვარიანტი ჯერჯერობით არ არსებობს. ამ სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები 2017-2020 წლებს მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ მასში გაწერილი კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვადა 4 წელს შეადგენდა.

აქ ჩნდება მეორე კითხვა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი სვამს: იმ ძველი, ოთხწლიანი გეგმის შესასრულებლად, გათვალისწინებული იყო შესაბამისი ბიუჯეტიც. რამდენად განხორციელდა ის ღონისძიებები და იყო თუ არა ისინი ეფექტიანი? (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ კვლევა (https://gyla.ge/).

საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი სტიქიების სალიკვიდაციოდ მიიმართებოდა; 2023 წელს კი, ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ გურიის და შოვის სტიქიური უბედურების ხარჯზე, მოსახლეობისთვის შედეგების შესამსუბუქებლად, 80 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის  კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: “სტიქიებისთვის რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ყოველწლიურად გვაქვს გამოყოფილი ფინანსები. 50 მლნ ლარია საჭირო, რომ მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის ლიკვიდაცია მოხდეს, თუმცა, წელს, სამწუხაროდ, შოვისა და გურიის გარდა, გაცილებით მეტი სტიქიური მოვლენა იყო საქართველოში და 80 მლნ ლარზე მეტის გამოყოფა დაგვჭირდა, რაც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კვლავ გაიზრდება. ამ თანხის ნაწილი, გასულ წელს დაწყებული პროექტების დასრულებას მოხმარდა, ნაწილი კი წელს მომხდარი სტიქიების ლიკვიდირების პროცესს, რაც მომავალ წელს დასრულდება… ეს თანხა შოვის ინფრასტრუქტურის აღდგენას არ მოიცავს, რადგან ეს შეუძლებელია. შოვის გარშემო, საგზაო ინფრასტრუქტურა რაც დაზიანდა, იმის აღდგენა დაიწყება, თუმცა თვითონ შოვის ინფრასტრუქტურის აღდგენას ვერ მიემართება ეს თანხა. რაც შეეხება გურიას, წლის ბოლომდე პრიორიტეტია, რომ მოვასწროთ იმ ოჯახები გასახლება, რომლებიც ავარიულ სახლებში აღმოჩნდნენ სტიქიის შედეგად და ამ დრომდე სასტუმროებში ცხოვრობენ. როგორც კი დასრულდება შეფასება, საუბარია 500-მდე სახლზე, ექსპერტიზის დასკვნა გვექნება, სად იქნება გასახლება საჭირო და ვფიქრობთ, ეს რესურსი საკმარისი იქნება ოჯახების კომპენსაციისთვის“, _ თქვა  კაკაურიძემ.

ამ ნათქვამიდან ცხადია, რომ ეს სახსრები ოჯახების კომპენსაციისთვის, ზარალის ანაზღაურებისთვის უნდა დახარჯულიყო.

წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების დროს,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად საკმაოდ სოლიდური თანხები ირიცხებოდა. თან, ორი-სამი ან თუნდაც ხუთი წლის წინანდელი სტიქიური მოვლენების კვალდაკვალ ხდებოდა თანხების მოზიდვა. ეს თანხები, საარჩევნო წლებში გაზრდილი იყო და ოპოზიციური პარტიები საარჩევნოდ სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე საუბრობდნენ. შესაბამისად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო სტიქიის ფონდიდან დახარჯული ასი ათასობით ლარის კონკრეტული მისამართი და მოსახლეობა ამ სახსრებზე ხელმიუწვდომლობას უჩიოდა.

ამიტომ, განსაკუთრებულ მონიტორინგს საჭიროებს სახსრები, რომლებიც მუნიციპალიტეტებისთვის სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოიყოფა. საგულისხმოა, რომ სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ  წელს მუნიციპალიტეტებს  თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდანაც ერგოთ, რომლის ჯამურმა ოდენობამ, მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  104 877 000 ლარი შეადგინა! ამ თანხიდან 9 062 000 ოზურგეთის, ხოლო 6 366 000 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდა. რაც შეეხება ლანჩხუთს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გავარკვიეთ, მისი წილი ასმილიონიან დანახარჯში 941 ათასი ლარით განისაზღვრა.

“მიმდინარე წლის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ეტაპობრივად გამოიყო  941 000 ლარი, რომელიც 5 ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდების მშენებლობა–რეაბილიტაციასა და მრავალბინიანი სახლის გადახურვას, ასევე   საცხოვრებელი სახლებისთვის   მასალის შეძენას მოხმარდა“,  _ ასეთია ჩვენი კითხვის პასუხად მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული განმარტება.

როგორც მერიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მაკა სულაბერიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების გასახორციელებლად, მიმდინარე წელს, ლანჩხუთის ბიუჯეტში ხუთი მილიონი ლარი აისახა:

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, 2023 წლის  8 სექტემბრის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაოებზე გამოცხადებულია 9 ტენდერი. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება. მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის #2400 განკარგულების საფუძველზე, ჩამორიცხულია  5 მლნ ლარი, რომელიც დაზიანებული  გაბიონების, გზებისა და ხიდების მშენებლობას მოხმარდება“.

ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ხორეთში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობა და ნაპირსამაგრის მოწყობა  გახორციელდა. სამუშაოები შპს “ესემ”  შეასრულა. პროექტის ღირებულებამ კი 115 576 ლარი შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ასევე სოფელ ხორეთში, მიმდინარეობს  8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობის  სამუშაოები,  ხიდის მშენებლობის პროექტის ღირებულება  2 409 999 ლარია,  მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

უწყებისვე ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ჩოჩხათის, ნიგვზიანის, ჯურუყვეთისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდების რეაბილიტაცია მოხდა, რიგ ადგილებზე კი, საჭიროებიდან გამომდინარე, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა.  ნაპირსამაგრების მოწყობა მიმდინარეობს სოფელ მაჩხვარეთში.

მართალია, სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხები ჩამოირიცხა, მაგრამ ეს არ შეეხო იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ინფრასტრუქტურა ან საკარმიდამო ნაკვეთები დაუზიანდა. წარმოიდგინეთ ოჯახები, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი არ დაზიანებიათ და შესაბამისად არც განსახლებას ექვემდებარებიან, მაგრამ მათ უნდა იცხოვრონ მეწყრულ ზონაში, ოღონდ საკარმიდამო ეზო, ფაქტობრივად, არ ექნებათ. მეწყერმა მთლიანად ან მნიშვნელოვნად დააზიანა მათი თხილის თუ მანდარინის პლანტაციები და შესაბამისად, ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ამასთან, მოსახლეობას სტიქიამ დაუზიანა დამხმარე ნაგებობები, ღობეები, ჭიშკრები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ამ ზარალის კომპენსაცია არ მოსწევიათ.

მოსახლეობის ამ ნაწილის გულისტკივილი ჩვენს გამოცემას, საკომპენსაციო თანხების გაცემის პროცესში, სოფელ გულიანის მკვიდრმა გურამ ბერიძემ გააცნო. იგი ერთ–ერთი იმათთაგანი, ვინც 2023 წლის სექტემბერში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდა.  სტიქიის გახსენებისას, ბატონი გურამი აღწერდა,  როგორ დაფარა უხვმა წყლის ნიაღვარმა მისი კარმიდამო და ყველაფერი გაუნადგურა:

“ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა სტიქიის შედეგად. წყალმა ღობე მთლიანად წაიღო, საერთოდ აღარაა. ეზო სრულად გამინადგურა. სურათიც გადავუღე, თუ რა მდგომარეობაშია ჩემი ეზო–კარი… დახმარების თხოვნითაც ბევრჯერ მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია, ჩემამდე არავინ მოსულა. მხოლოდ ერთხელ იყვნენ მოსულები, ორი დღე ტრაქტორმა იმუშავა, რომ გაეწმინდათ. სხვა არც ღობის თაობაზე შემხმიანებია ვინმე და არც ნაპირსამაგრის გაკეთებაზე.

ეზო მთლიანად ღობის გარეშეა დარჩენილი. წყალი ეზოში ყველა მხრიდან იყო შემოსული. ღობეები, ნარგავები, თუკი რამე მქონდა ეზოში, გამინადგურა ყველაფერი. აღარაფერი შემოსავალი აღარ  მაქვს ოჯახში, რაც მქონდა, სტიქიამ ყველაფერი წამართვა.  ფინანსურად ძალიან მიჭირს და არანაირი საშუალება არ გამაჩნია, რომ ღობისთვის საჭირო მასალა ვიყიდო. მხოლოდ მასალით დამეხმარონ, შეღობვაზე არავის შევაწუხებთ, მე და ჩემი ძმა შევღობავთ“, _ ამბობდა მაშინ ჩვენთან საუბარში სტიქიით დაზარალებული  გურამ ბერიძე.

სტიქიის შემდეგ კარმიდამოს დატბორვის შესახებ გურამ ბერიძემ სოციალური ქსელითაც   მყისიერად გაავრცელა ინფორმაცია და საზოგადოებას,  ჟურნალისტებს დახმარებას თხოვდა, რომ შესაბამისს უწყებებამდე მიგვეტანა ამბავი.

მაშინ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატისგან რევაზ კვერენჩხილაძისგან პასუხად მივიღეთ, რომ სტიქიამ ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში და მათ შორის სოფელ გულიანში, ბევრს დაუზიანა ღობე და ვერ აკონკრეტებდა გაუწევდა თუ არა სახელმწიფო ბერიძეების ოჯახს ამ კუთხით დახმარებას.

ლანჩხუთის მერიაში კი პირდაპირ გვითხრეს, რომ კონკრეტული მომენტისთვის, ღობეების აღდგენა არ იყო გათვალისწინებული:

“სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ნაპირსამაგრის მოწყობა. რაც შეეხება ღობეს, ამ ეტაპზე ღობეების აღდგენა არ იგეგმება“, _ ასეთი პასუხი იყო მაშინ მერიისგან.

არადა, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის აღწერისას, იყო დაპირება, რომ ამ სახის კომპენსაციებს ჩოჩხათის თემის მაცხოვრებლები მიიღებდნენ, თუმცა, დღემდე ამაოდ ელიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირების შესრულებას.

აქვე ჩნდება კითხვა: თუკი, მუნიციპალიტეტებში ძალიან ხშირია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სახურავების შეცვლის პრეცედენტები, რატომ მიიჩნევა დაბალ ღობედ ღობის აღდგენა?! რატომ არ შეიძლება იმ დაზარალებულებს დაეხმაროს სახელმწიფო, რომელთა ღობემორღვეული ოჯახები უკანასკნელი ლუკმაპურის გარეშე რჩებიან?!

ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას და დაწვრილებით მოგიყვებით, რა იარები დატოვა და რის მოშუშება შეძლო გურიამ 2023 წლის 8 სექტემბრის სტიქიის შემდეგ.

სოფო წილოსანი,
ლისა კოროშინაძე

გაზიარება21Tweet13Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9 დეკემბერი, 2025

სპეცოპერაცია გერმანიაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ _ დაკავებულია 12 ადამიანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9.12.2025
საზოგადოება

RSF: საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია

15:56; 9.12.2025
სამართალი

ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

15:47; 9.12.2025
მთავარი

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

15:38; 9.12.2025
მსოფლიო

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

15:17; 9.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს

14:52; 9.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

14:36; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო