სომხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
გარდა ამისა, დაზიანებულია გზები. წყალდიდობის გამო საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე დღით შეწყდა, დაკეტილია საავტომობილო გზაც.