ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის თემში შემავალ სოფლებშიც.
სტიქიის შედეგად ხიდისთავის თემის სოფლებში დააზიანდა შიდა გზები და სანიაღვრე არხები, პრობლემები შეექმნა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. სტიქიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.