BBC– ის ინფორმაციით, თალიბანის ოფიციალური პირების ცნობით, ავღანეთის ჩრდილოეთით წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ქაბულის ჩრდილოეთ ავღანეთთან დამაკავშირებელი მთავარი გზა დაკეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, კარვები, საბნები და საკვები გადაეცათ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს.