ლანჩხუთში მომხდარმა სტიქიამ საგანმანათლებლო პროცესს პრობლემა შეუქმნა. ხორეთში ხიდის წაღების გამო, ჩოჩხათის სკოლის მოსწავლეები ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე არიან,_ ამის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრისას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ განაცხადა.
“ჩოჩხათის სკოლა ერთი კვირით გადასულია დისტანციურ სწავლებაზე. სწავლა სკოლაში ორშაბათიდან განახლდება”,_ გვითხრა ჩიტაძემ.
ინფორმაციისთვის, სტიქიამ პრობლემები ხორეთში 8 სექტემბერსაც შექმნა, რის გამოც ჩოჩხათის საჯარო სკოლაში სწავლა 2 კვირით გადაიდო. გარდა ამისა, 8 სექტემბრის სტიქიამ პრობლემები შრომისუბნის საჯარო სკოლასაც შეუქმნა, სადაც პირველი სართული დაიტბორა, გარდა ამისა, უსაფრთხო არც გზებზე გადაადგილება არ იყო, რამაც აღნიშნულ სკოლაში ასევე გამოიწვია სასწავლო პროცესის 2 კვირით გადადება. სწავლა 2 ოქტომბერს განახლდა.