https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სტიქიისთვის ყველაზე გამორჩეულად „საკბილო“ ოჯახი, რომელსაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ

14:16; 18.07.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, გენიჩესკის ქუჩაზე მცხოვრებ მასწავლებელს მაია გოგუაძეს, ყოველი გაწვიმების შემდეგ (თუნდაც ეს წვიმა არ იყოს ხანგრძლივი), არათუ ეზოში, სახლში მუდამ მუხლამდე წყალში დგომა უხდება. ავეჯი, კედლები,  სხვადასხვა ნივთი კი,  მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება. ეს მეორდება ყოველ წელს. თუ სტიქია მძლავრობს, როგორც თავად გვეუბნება, მაშინ უკვე მაშველთა ბრიგადაც ვერ ახერხებს ეზოში შემოსვლას.

ასე იყო ამჯერად, გურიაში 9 ივლისის ქარიშხალის და კოკისპირული წვიმის შემდეგ, მოვარდნილი ღვარცოფი  ჯერ ეზოში, შემდეგ სახლში შევარდა და პირველი სართული დატბორა. ოჯახის წევრებმა, მეზობლების დახმარებით, ისღა მოახერხეს, რომ  სახლის კედელი გახვრიტეს და დაგუბებულ წყალს ასე თუ ისე გზა გაუხსნეს.

_ სამი წლის წინ ჩვენს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გზის სიმაღლე აიწია. გარდა ამისა, ქუჩის გასწვრივ მდებარე არხებში, ჭიშკრებთან მილები ჩასვეს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რომ სახლი იტბორება. სახლი წყლით ივსება ჩვეულებრივი წვიმის დროსაც კი. უკვე ცას ვუყურებთ, რომ ღრუბელი არ გამოჩნდეს. რა გვეშველება, არ ვიცით. სახლს ხომ არ დავანგრევთ? აქ რომ ასეთი საფრთხე ყოფილიყო, თავის დროზე, არც არავინ ჩაყრიდა სამოსახლო საძირკველს, _ ამბობს ქალბატონი მაია.

მაია გოგუაძე ოზურგეთის  მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელია. მას არაერთი ტრაგედია გადახდა თავს.  გასულ წელს დაეღუპა მეუღლეც… ჯანმრთელობის მხრივ, მძიმე მდგომარეობაში ჰყავს ძმა, რომელიც მასთან ცხოვრობს. მოხუც დედას კი,  რომელიც, ასევე, მასთან ცხოვრობს, როგორც თავად ამბობს,  აბობოქრებული სტიქიის დროს მხოლოდ ტირილი შეუძლია და ნერვიულობისგან მუდამ ცუდად ხდება.

გენიჩესკის ქუჩის ეს მონაკვეთი, სადაც მაია გოგუაძის სახლი დგას, როგორც თავად ამბობს, და ასევე ოჯახის ახლობლები აღნიშნავენ, ცოტათი დაბალი ადგილია, რელიეფი გობისებური ფორმისაა და ნაწილობრივ ხელს უწყობს სტიქიის დროს სივრცის დატბორვას. თუმცა, მთავარ მიზეზს სხვა რამეში ხედავენ:

_ როცა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ასგზის ვუთხარით მშენებლებს, მივმართეთ მერიას, რომ არ შეიძლებოდა არხებში მილების ჩაყრა. აქ აუცილებელი იყო ცხაურების დაგება. როგორც ეს ქალაქის სხვა ქუჩების რეაბილიტაციის დროს გააკეთეს. ასეა, მაგალითად, აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე, მთელ რიგ მოედნებსა და ქუჩებზე. არავინ არ გაითვალისწინა. მაინც თავისი ქნეს და ა, ბატონო, შედეგი. სამი წელია,  აქ სულ ორომტრიალია, როგორც კი გაწვიმდება.

რა ქნან ქალებმა, რომელთაც თავისი გასჭირვებიათ და მამაპაპისეულ სახლს სტიქია ნელ-ნელა კედლებს აცლის? რაკი სახურავი არ გადამძვრალა, რაკი კედლები არ ჩამოშლილა, ყურადღება ნული უნდა იყოს? მარტო დაპირების ამარა გვამყოფებენ, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ ოჯახის ახლობელი თემურ გოგუაძე.

_ მაცივარი გაგვიფუჭდა. წყალი რომ შემოვარდა, შუამდე წყალში იყო იმდენხანს. ახლა მაგის გაკეთებას ცალკე ფული უნდა. შეიძლება არც გაკეთდეს. პანელი, რაც კედელზეა აკრული, უკვე მერამდენედ სველდება, ვინ იცის. წარმოიდგინეთ, ახლა, წყალი კი დაიწრიტა, მაგრამ სახლის  შიდა ქვის კედელი, რომელიც ყოველ გაწვიმებაზე ასე სველდება, რა მდგომარეობაში იქნება? როცა დატბორილი სახლიდან წყლის გადინებას კედლის გაბურღვის  შემდეგ ვახერხებთ, მთელი კვირა საშინელი ნესტის სუნია. რა ვქნათ, აღარ ვიცით. რაღაც ღონისძიებაა გასატარებელი. ახლა, გზას თავიდან არავინ გადათხრის ჩვენი გულისთვის, მაგრამ ერთხელ რომ მოიცალონ და ამ არხების რეკონსტრუქცია დაიგეგმოს, ხომ შეიძლება?  სტიქიისთვის ყველაზე კარგი „საკბილო“, ახლა ჩვენი სახლი და კარმიდამოა. რამდენჯერ მიმართა მაიკომ მერიას, თუმცა, ჰპირდებიან, რომ დაეხმარებიან… შემდეგ კი არავინ ჩანს… _ ამბობს მაია გოგუაძის დედა, ქალბატონი ნაილი გოგუაძე.

როგორც მეზობლები ამბობენ, გენიჩესკის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მეტ-ნაკლებად, ყველა ეზოში შედის წყალი, იტბორება ბაღ-ბოსტნები, თუმცა, მაია გოგუაძის მდგომარეობა სპეციფიკურია და საგანგებო ყურადღებას ითხოვს.

გოგუაძეების სახლს ირგვლივაც აქვს არხები.  როგორც გვეუბნებიან, ეზოს უკან მხარეს, კოსტავას ქუჩა ესაზღვრება. ადრე იქედანაც ჩამოდიოდა ნიაღვარი, თუმცა, რაც საწრეტი არხები გაკეთდა, შემდეგ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, ვარაუდი იმაზე, რომ გოგუაძეების კარმიდამოს და სახლის დატბორვა სხვა ქუჩებიდან მომდინარე ნიაღვარითაც ხდება, გამორიცხულია.

ყველაზე მთავარი, რაც  გოგუაძეებთან მიმართებაში გამოიკვეთა სახელისუფლებო მხრიდან, მაინც გულგრილობა უფრო ჰქვია _ როცა „გურია ნიუსი“ ამ საკითხზე არაერთ პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს გაესაუბრა, ძირითადად, აღნიშნავენ, რომ ჯერ უფრო უარესად დაზარალებულები არიან დასახმარებელი.

_ ჯერ ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ გოგუაძის სახლის დატბორვის თაობაზე. ვიცით, აუცილებლად მივლენ, ნახავენ, არავინ დარჩება უყურადღებოდ, თუმცა, სტიქია სტიქიაა. ახლა ძალიან ბევრია უფრო უარესად დაზარალებული. წინა სტიქიის დროს რომ დაზარალდა ხალხი, სახურავები გადააძრო სახლებს, იმათთვის არაა დახმარება დასრულებული. აუცილებლად ვნახავთ. სტიქიაა სულ, ბუნება ასე შვება და რა ვქნათ? _ გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნიკა ბოლქვაძე.

ამ შეფასებისას მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ უარესად დაზარალებული ჩანს                ვიზუალურად, როცა სახლს სახურავი არ აქვს. მაია გოგუაძის სახლის კედლებიდან და დივან-კრესლოებიდან კი დღესაც წყალი ჟონავს. ოჯახში მაცივარიც აღარ მუშაობს, რომ მარტო  მყოფმა ქალებმა პროდუქტი შეინახონ.

_ კიდევ კარგი, პანელის მასალა გვქონდა, ადრე მოგვრჩა, შევინახეთ მაშინ და ახლა გამონგრეული კედლების ადგილზე, კვლავ ავაკარით. აწი რომ შემოვარდება წყალი, მაშინ რას ვიზამთ, არ ვიცი. წვიმის მოსვლის გვეშინია და მეტი რა გითხრათ. ჩვენ არასდროს არაფერზე  შეგვიწუხებია მუნიციპალიტეტის ხელისუფლება.   ცოტა მეტად თუ მოგვაქცევენ ყურადღებას,  ადამიანობაში და კარგ მუშაობაში ჩაეთვლებათ. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ტყუილად ვიწუწუნოთ. ტყუილად ვიჭირვეულოთ და მოვაცდინოთ ესენი და შევზღუდოთ  უფრო გაჭირვებულთა დასახმარებლად. მაიას მეუღლე, ზაზა ჩხარტიშვილი შარშან გარდაიცვალა. მათ გვერდით იდგა, როცა საჭირო იყო.  ვიღას ახსოვს... _ ამბობს ქალბატონი ნაილი გოგუაძე.

_ ვიცით მაგ ოჯახის მდგომარეობა. სახლიც დაბალ ადგილზე დგას. არხების მდგომარეობაც ნანახი გვაქვს. რა უნდა გაკეთდეს ახლა, არ ვიცი. თავის დროზე რომ ეთქვათ, მოსულიყვნენ, ხომ უმჯობესი იქნებოდა? ვინმე როგორ არ გამოჩნდა, რომ ქუჩის რეაბილიტაციისას, ამ არხების შესახებ ეთქვათ, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოჩა აბაშმაძე.

თუმცა, გენიჩესკის ქუჩის  მცხოვრებლები და ამ ოჯახის ახლობლები, თვით მაია გოგუაძეც ამბობს, რომ არაერთხელ მიმართეს, როგორც მერიას, ისე მშენებლებს. პასუხი კი მუდამ ერთი და იგივე იყო _ „რა ვქნათ, ასეა პროექტით გათვალისწინებული“.

მსგავს ფაქტს ახლახან, თაყაიშვილის ქუჩაზეც ჰქონდა ადგილი და „გურია ნიუსი“ აქტიურად აშუქებდა აშუქებს ამ პროცესებს. კერძოდ, ჩინური კომპანია აგებს ასფალტს და მოსახლეობის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ჯერ წყლის მილები ჩაყაროს იმ კომპანიამ, ვისაც წყალსადენის ამბები აბარია, რადგან ხელმეორედ გადათხრა არ მოხდესო, არავის ესმის. პასუხი ერთი აქვთ: „პროექტით ასეა გათვალისწინებული“…

დღეისთვის, გაურკვეველია მაია გოგუაძის  საკმაოდ მძიმე პრობლემის ირგვლივ რა გადაწყვეტილებას მიიღებს  მუნიციპალიტეტის მერია.  დაიგეგმება თუ არა რაიმე გადამწყვეტი ღონისძიება. გასაგებია და რეალური სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა. მუნიციპალიტეტში მათი რიცხვი საკმაოდ დიდია და ხელისუფლებასაც მუხლჩაუხრელი მოქმედება სჭირდება. ამ ფონზე, ერთი შეხედვით, ნაკლებად პრობლემური ეჩვენებათ გოგუაძის მდგომარეობა, თუმცა, ის არანაკლებ საგანგაშოა და კარგი იქნება,  მაინცდამაინც ახდილი სახურავის დანახვას თუ არ  დაელოდებიან.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გაზიარება7Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2 იანვარი, 2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2 იანვარი, 2026

მე-3 სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

პოლონეთში ფრინველის გრიპით კატების ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება

ყველა სიახლე

მსოფლიო

ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

19:42; 3.01.2026
სამართალი

“სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”

17:58; 3.01.2026
მსოფლიო

რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

16:30; 3.01.2026
მსოფლიო

მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

16:18; 3.01.2026
ფინანსები

პაატა კუნჭულია: „მთავარია, რომ არის მშვიდობა“

15:54; 3.01.2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3.01.2026
სამართალი

საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ აკუსტიკური იარაღიდან ისროლა

12:21; 3.01.2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

9:43; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

9:34; 3.01.2026
ზაფრანი

როგორ გავატაროთ ახალი წლის 12 დღე

9:26; 3.01.2026
ზაფრანი

ამერიკული საახალწლო „ტრადიცია“

9:20; 3.01.2026
ზაფრანი

უცნაური საახალწლო ტრადიციები

9:13; 3.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22:36; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო