გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პოპულარული ჯგუფი “Aerosmith”-ის პროდიუსერი ჯეკ დუგლასი დახმარებისათვის ცნობილ ამერიკელ მწერალ სტივენ კინგს მიმართავს.
“Aerosmith” ამჟამად ახალ სტუდიერ ალბომზე მუშაობს. ჯგუფს რვა კომპოზიცია უკვე ჩაწერილი აქვს. ყველასათვის მოულოდნელად ჯგუფის ლიდერ სტივენ ტაილერს შემოქმედებითი კრიზისი დაეწყო და ახალი სიმღერებისათვის ტექსტებს ვეღარ წერს.
პროდიუსერისა და მუსიკოსის საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ტაილერი კინგის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ბრძანდება და ტექსტების შექმნაში მის დახმარებას საჭიროებს.
ჯეკ დუგლასმა “Aerosmith”-ის ხმის ჩამწერ სტუდიას უკვე მიმართა და კინგის მოწვევისათვის აუცილებელი თანხის გამოყოფა მოითხოვა. სტუდიაში ეს თხოვნა თავდაპირველად უკბილო ხუმრობად მიიჩნიეს. პროდიუსერმა მისი ხელმძღვანელების დარწმუნება მაინც მოახერხა და დამატებითი სახსრებიც იშოვა.
უახლოეს დღეებში დუგლასი გამოჩენილ მწერალს დაუკავშირდება და სტივენ ტაილერისათვის დახმარების ხელის გამოწოდებას სთხოვს. ჯერჯერობით უცნობია კინგის რეაქცია ამ უჩვეულო შემოთავაზების შესახებ.
ავტორი