ნატო სირიას და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სირიაში ავიაიერიშები შეწყვიტოს. ცნობისთვის, იდლიბში გახორციელებულ ავიაიერიშს 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.
როგორც cbcnews იუწყება, ავიაიერიშის შედეგად დაღუპული სამხედროების რიცხვი ყველაზე მაღალია.
„მოვუწოდებთ რუსეთს და სირიის რეჟიმს შეწყვიტონ თავდასხმები, განურჩეველი საჰაერო იერიშები“,_ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
მან ასევე რუსეთსა და სირიას საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდა.
„ამ საშიში ვითარების დეესკალაცია უნდა მოხდეს, მოვუწოდებთ დაუყონებლივ დაუბრუნდნენ 2018 წელს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რომ რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა არ გაუარესდეს“,_ განაცხადა სტოლტენბერგმა.