,,გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის ის, რომ უკრაინის ომი არის პატერნის ნაწილი, რომელიც რეალურად დაიწყო [რუსეთის] საქართველოში შეჭრით.“ ასე უპასუხა მიუნხენის კონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქართველი ჟურნალისტის კითხვას.
ჟურნალისტმა, ნატოს გენერალურ მდივანს კითხა: საქართველო იყო რუსეთის აგრესიის პირველი მსხვრეპლი ქვეყანა 2008 წელს, როგორი იქნება თქვენი გზავნილი ქართველი ხალხისთვის და როგორ დაუჭერენ მხარს მოკავშირეები ჩვენს ქვეყანას?
სტოლტენერგის თქმით, ნატო მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს ისეთ პარტნიორებთან, როგორიც არის საქართველო, ეს კი, არის გზავნილის ნაწილი.
,,გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის ის, რომ უკრაინის ომი არის პატერნის ნაწილი, რომელიც რეალურად დაიწყო [რუსეთის] საქართველოში შეჭრით. შემდეგ ჩვენ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვნახეთ სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა, და ეს არის გზავნილის ნაწილი ახლა, ომიდან ერთი წლის შემდეგ.“ – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე.
ავტორი