,,ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საკუთარი მეზობელი ქვეყნების – უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, მოწამვლის ფაქტებს, ასევე, კიბერ თავდასხმებს, მათ შორის, ნატოს წევრების წინააღმდეგ“, _ ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის წინ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა „ცივი ომის“ შემდეგ.
„ლიდერების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მოქმედებებიც იქნება. ჩვენი ურთიერთობები „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მაგრამ ნატო ადაპტირებს, რეაგირებს, ჩვენ განვამტკიცეთ კოლექტიური თავდაცვა და გავზარდეთ თავდაცვის დაფინანსება და განვაგრძობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას და ჩვენ ამას იმ გადაწყვეტილებების საშუალებით განვახორციელებთ, რასაც დღეს „ნატო 2030“-ის დღის წესრიგის ფარგლებში მივიღებთ,
ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საკუთარი მეზობელი ქვეყნების – უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, მოწამვლის ფაქტებს, ასევე, კიბერ თავდასხმებს, მათ შორის, ნატოს წევრების წინააღმდეგ და ეს არის ის, რამაც რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია“, _ განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო რუსეთთან დიალოგსაც ცდილობს და სწორედ ამიტომ, ალიანსი ბაიდენ-პუტინის დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება.
„ასევე გავაგრძელებთ რუსეთთან დიალოგის მცდელობისკენ სწრაფვას და დიალოგი არ არის სისუსტის ნიშანი. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს შეხვდება“, _ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.