საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებსა და მისიებში და ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, – აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
„ საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებსა და მისიებში და ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. მოკავშირეები ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.