“უკრაინა ნატოსთან ახლოსაა ისე, როგორც არასდროს ყოფილა”,_ ამის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
„მე არ მჯერა, რომ ჩვენ პუტინის აზროვნება შევცვალეთ, მაგრამ მე ძლიერ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი გეგმები უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებით. ჩვენ შეგვიძლია პუტინს გავაგებინოთ, რომ ის ვერ შეძლებს ძალის გამოყენებით იმის მიღებას, რაც სურს და ვაიძულოთ შეეგუოს, რომ უკრაინას აქვს უფლება, განაგრძოს არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.