ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (IV) (no. 39611/18) საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.
“სასამართლო ერთხმად ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელ მთავრობას, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს 1 300 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც მიადგა ადმინისტრაციული პრაქტიკის მინიმუმ ოცი მსხვერპლისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლის არსებით და პროცედურულ ასპექტებს;
სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს განმცხადებელ მთავრობას 1 976 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც მიადგა რუსი ან დე ფაქტო აფხაზი და სამხრეთ ოსი აგენტების მიერ ეთნიკური ქართველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ადმინისტრაციული პრაქტიკის, „საზღვრის დარღვევისთვის“ დაკავების შემდეგ, და არასათანადო მოპყრობის ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიების არარსებობის გამო;
სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელ მთავრობას კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს 5 172 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც მიადგა რუსი ან დე ფაქტო აფხაზი და სამხრეთ ოსი აგენტების მიერ ეთნიკური ქართველების უკანონო დაკავების ადმინისტრაციული პრაქტიკის, „საზღვრის დარღვევისთვის“ მსხვერპლთა სულ მცირე 2,586 ჯგუფს;
სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს მომჩივან მთავრობას 320 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც მიადგა კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკის სულ მცირე სამოცდაოთხი მსხვერპლისგან შემდგარ ჯგუფს;
სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს მომჩივან მთავრობას 224,250,000 ევრო (ორას ოცდაოთხი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი ევრო) არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც მიადგა კონვენციის მე-8 მუხლისა და კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკის სულ მცირე 23,000 მსხვერპლისგან შემდგარ ჯგუფს;
სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს განმცხადებელ მთავრობას 20,000,000 ევრო (ოცი მილიონი ევრო) არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელიც მიადგა კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად მინიმუმ 4000 მსხვერპლისგან შემდგარ ჯგუფს;
სასამართლო ადგენს, რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე ზემოაღნიშნულ თანხებზე გადაიხდება მარტივი პროცენტი, რომელიც ტოლია ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის ტოლი ვადის განმავლობაში პლუს სამი პროცენტული პუნქტი;
სასამართლო ადგენს, რომ ზემოაღნიშნული თანხები განმცხადებელი მთავრობის მიერ გადანაწილდება ინდივიდუალურ მსხვერპლებზე მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ გადახდის დღიდან თვრამეტი თვის ვადაში ან მინისტრთა კომიტეტის მიერ მიზანშეწონილად მიჩნეული სხვა ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში,_ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.


































































