დღეს, 4 ოქტომბერს სწავლა სასწავლო ოთახებში განახლდა.
წვიმს ოზურგეთში, თუმცა პირველკლასელთა პირბადის სივრციდან გამომკრთალი სიხარული, გამორჩეულ სამკაულად ახლავს განახლებულ სასწავლო პროცესს.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პირველკლასელები დილაადრიან, დედებთან ერთად, ქოლგებს შეფარებულნი, თაიგულებით მივიდნენ სკოლაში.
თამარ კულიკოვა : დიახ, პირველ კლასში მოვედი. წვიმს, მაგრამ მიხარია..,კი, აუცილებლად კარგად ვისწავლი, _ მორიდებული ღიმილით, თუმცა თამამად გვიპასუხა მან.
_მე დავით შარაშიძე ვარ, მიხარია სკოლაში მოსვლა. დედიკომ მომიყვანა. მერე მარტოც მოვალ, _ გვითხრა პატარამ, პირბადე ოდნავ ცამოსწია პირველკლასელი ღიუმილიტ და მზერით შემოგვხედა.
ილია ცერცვაძე: პირველ კლასში მოვედი. მიხარია. ძალიან კარგად ვისწავლი, _ დინჯად გვითხრა მან მას შემდეგ, რაც დედის ქოლგის ქვეშ დგომა არ ისურვა, მოშორებით დადგა და ამაყად დადგა წვიმაში, რითაც უთუოდ გვაგრძნობინა, წვიმის სულაც არ მეშინიაო…
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი დილის პირველ სტუმრებს, მეორე საჯარო სკოლის პირველკასელებს, რომლებმაც დღეს, წვიმაში, პირბადით პირველად შეაღეს სკოლის კარი, თუმცა მათ მზერაში და სიტყვებში არანაირად არ იგრძნობოდა არც უამინდობის და არც პანდემიის შიში…
[sexy_author_bio]