დღეს, სწავლის კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით, „გურია ნიუსი“ ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა.
_ყველანაირად მზად ვართ, დავიწყოთ სწავლა ონლაინრეჟიმში. დაცულია და შესრულებული ყველა რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის უწყების მიერ არის დაწესებული. კონკრეტულად, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, არსებული ეპიდ.სიტუაციის გათვალისწინებით, ოზურგეთის სკოლებში სწავლა ისევ ონლაინრეჟიმში გაგრძელდება 1 თებერვლამფდე. იმედია, 1 თებერვლის შემდეგ, სწავლა კვლავ კონტაქტური გახდება, სოფლის სკოლებში მაინც. ვნახოთ, რას გვიჩვენებს სიტუაცია, _ გვითხრა ქალბატონმა ლელამ.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ სწავლის გასაგრძელებლად მზად არიან.
_უკვე სამი გაკვეთილი ჩატარებულია. დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებთ კვლავ. ეს ხდება ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით. დღეს და ზოგადად, ყოველი დღის ბოლოს, მე მექნება ყოველდღიური აღრიცხვის ფორმა, ყველა კლასში ჩატარებული გაკვეთილებისა. ასე გავაგრძელებთ 1 თებერვლამდე. ისე კი, ჩვენ 12 იანვრიდან მზად ვიყავით სწავლის გასაგრძელებლად და შედგენილი გვქნოდა დისტანციური სწავლების ცხრილი, _ გვითხრა ფატი სიორიძემ.