თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ხელოვანები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
ისინი 21:00 საათამდე რუსთაველის მეტროსთან გაჩერდებიან, ამის შემდეგ კი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
რესპუბლიკის მოედნიდან კი აქცია საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებს, სადაც გაყალბებული არჩევნების მოწინააღმდეგეები ღამეს გაათენებენ და “ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას სწორედ იქ შეხვდებიან.
წყარო: მთავარი არხი