გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი ანა ონიანი, რომელსაც გამოცდის ჩაბარების შემდეგ, კოვიდინფექცია დაუდასტურდა და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება ბოქსირებულ პალატაში მოუწია, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა. ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღეს ანა ონიანს “ქართული ოცნების” ლიდერები შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა გარდაბანში დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.