პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მარნეულში მუშაობს მხოლოდ პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია და ბანკი. სხვა ყველაფერი კი დაკეტილია.
„ადამიანებს საშუალება ეძლევათ, საველე სამუშაოებზე გასვლის, მაგრამ ძალიან მკაცრი წესების დაცვით. მანქანაში არ უნდა იყოს ორ ადამიანზე მეტი. არ მოძრაობენ მიკროავტობუსები, ავტობუსები და ა. შ. შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, ყველა ჯგუფშია თითო ექიმი და ესენი თითოეულ ოჯახში უნდა შევიდნენ და თითოეული ადამიანი შეამოწმონ. თავდაპირველად დაიწყებენ იმ სოფლებისა თუ უბნების შემოწმებას, სადაც ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტი საფრთხე შესაძლოა იყოს. სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და ჰქონდათ კონტაქტი. შემდეგ კი გადავლენ მთელი მოსახლეობის შემოწმებაზე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.