https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სულ პატარა ჭაში ჩამაგდეს… მერეც სულ უბედური ვარ!” _ რას ითხოვს სოციალურად დაუცველი ქალბატონი

17:03; 25.09.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ახლახან ისეთი ამბის მომსწრე გავხდით “გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილების ოფისში, სხვას რომ მოეყოლა, დაჯერება გაგვიჭირდებოდა.

რედაქციის კარი შემოაღო გამხდარმა, წელში ოდნავ მოხრილმა ქალბატონმა და დამფრთხალი ხმით იკითხა: “თქვენთან მოვედი, შემომიშვებთ? სათხოვარი მაქვს, რომ ცოტა წამომეშველოთ… აქ მომასწავლეს, რომ რედაქციაა. პატარა გოგო მომყვა სადარბაზომდე… ტელეფონით ვერ დაგირეკეთ. მე წერა–კითხვა არ ვიცი… ღმერთმა მიმატოვა პატარაობიდანვე. ხუთიოდე წლისა მამამ ჭაში ჩამაგდო (!!!)… ბიცოლამ გადამარჩინა და გამზარდა. მეხსიერება მღალატობს. წერა–კითხვა ვერ ვისწავლე. მაინც ვწვალობ და ვიბრძვი…”

 ჯერ პირადობის მოწმობა მომაწოდა, ეს ვარო. მერე _ ცალკე ბარათი, სადაც ტელეფონის ნომერი ეწერა. თან ისევ განმარტა, სულ ასე დავდივარ, წამლებს ვსვამ. ძლივს ვარსებობ, ჩემი სიცოცხლე განა სიცოცხლეაო…

პირადობის მოწმობას დავხედე. მანანა გოგუაძე (აწ უკვე გარდაცვლილი მეუღლის გვარი მარგველაშვილი), 59 წლის…

საკმაოდ დამთრგუნველი ბიოგრაფიის მოყოლისას, ჯერ იმის კითხვა მოვახერხეთ, სასჯელი მოიხადა თუ არა იმ სასტიკმა კაცმა, ვინც 50-ზე მეტი წლის წინ ასე მოექცა. კიო, _ დაგვიდასტურა. უკვე დიდი ვიყავი, ციხიდან რომ გამოვიდა და გარდაიცვალა, არ დავიტირეო. ან რატომ უნდა დამეტირაო?

უკვე გასაგები გახდა ქალბატონის მდგომარეობის თავისებურება და მისი მდგომარეობის და გასაჭირის შესახებ მოსმენის სურვილიც გაორმაგდა.

გვიამბო, რომ ოზურგეთში, სოფელ ნატანებში დაიბადა. მამას რატომღაც არ მოსწონდა. ერთხელაც ასეთი უმძიმესი რამ ჩაიდინა _ ბავშვი ჭაში ჩააგდო. გადაარჩინეს და ბიცოლამ იკისრა მისი გაზრდა. ზრდასრულ ასაკში დაქორწინდა. სამი შვილი გაზარდა. მერე მეუღლე გარდაეცვალა და დღემდე მუდმივად გასაჭირშია.

მანანა გოგუაძე (პირადობის მოწმობით აწ გარდაცვლილი მეუღლის გვარით, მარგველაშვილით ფიგურირებს) 59 წლისაა. ცხოვრობს სოფელ მერიაში, სოციალურ თავშესაფრად ცნობილ ბინაში. ეს არის მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს, იქ მომუშავეთა საცხოვრებელს წარმოადგენდა.

მოგვიანებით, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, იქ ხშირად სხვადასხვა სოფლიდან (რაიონებიდანაც) ჩამოსული ადამიანები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, ხელისუფლების ინიციატივით, გაარემონტეს და სოციალურად დაუცველი პირები, უმეტესად უსახლკაროები, შეასახლეს.

მანანა გოგუაძე, როგორც თავად გვიყვება, შვილებთან ერთად, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს, სადაც სისტემატურად ჩამოდის წყალი:

_ არ არსებობს გაწვიმდეს და სამზარეულო წყლით არ გაივსოს. პირდაპირ “სინკარს” მოყვება. ახლა, ერთი ტომარა პურის ფქვილი რომ ძლივს ვიყიდე, მთლიანად დამისველდა. მომდევნო დახმარებამდე ვერ ვიყიდი და მეზობლები მეხმარებიან. თითო პურს ყიდულობენ. ნახევარჯერ მშიერი ვარ, _ გვეუბნება ის.

მისივე ნაამბობით, ბინაში, რომელიც სოციალური თავშესაფრის სახელითაა ცნობილი, მანანა გოგუაძე-მარგველაშვილი მესამე სართულზე ცხოვრობს. ასაკობრივი პენსია ჯერ არ მიუღია. ავადმყოფობის გამო ასლარიან პენსიას იღებს. ასევე 50 ლარის ოდენობით ეძლევა სოციალური დახმარებაც. თუმცა 150 ლარით ცხოვრება, როგორც თავად ამბობს, ძალიან უჭირს:

_ თვიდან თვემდე ამ თანხით თავის გატანა როგორია? თუმცა, ამაზე არაფერს ვამბობ. აქამდე მუშაობდა ჩემი შვილი. მერე მშენებლობაზე დაიმტვრა. ნეკნები დაუზიანდა და დღემდე მოძრაობა უჭირს. გაჭირვებულს ქვა აღმართში წაეწიაო, ისე ვართ. ნამუშევარი, ხუთი ათას ლარამდე ასაღები აქვს და ესეც პრობლემა გაუხდა. ახლა იქეთ ვეხმარები. მეორე ვაჟიშვილი ბათუმში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მის სახლში. ახლა მეორე შვილს ელოდება და თავისი საქმე აქვს. მესამე შვილი, ჩემი ქალიშვილი თბილისშია გათხოვილი და ოღონდაც თავის თავს მიხედონ, მე ვერ შევაწუხებ, _ გვეუბნება ის და რასაც ითხოვს, ეს არის ახალი თავშესაფარი ან ბინის ისე გარემონტება, რომ წყალი არ ჩამოვიდეს.

ის მადლიერებასაც გამოთქვამს იმის გამო, რომ ერთხელ მეზობლებმა მოინდომეს. სოფლის გამგებელიც დაეხმარა, ცემენტი შეუძინეს და კონკრეტულ ადგილზე ბეტონის საფარი დაასხეს, შელესეს… თუმცა, ახლახან, ძლიერი წვიმის დროს წყალი მაინც ჩამოვიდა და საკვები პროდუქტებიანად ყველაფერი დაუსველა.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ბრძანებიდან ირკვევა, გოგუაძეს დროებით სარგებლობაში, თხოვების ფორმით გადასცეს, სოფელ მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, პირველ სადარბაზოში, მესამე სართულზე მდებარე ერთოთახიანი ბინა. ეს მოხდა 2024 წლის 26 ივლისის ბრძანების შესაბამისად.

“გურია ნიუსი” სოფელ მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა. გვესაუბრა თანაშემწე ნანული ხურციძე, რომელმაც გვითხრა, რომ საქმის კურსში არიან, იციან მანანა გოგუაძის მდგომარეობის შესახებ:

_ მეც იმავე სოციალურ თავშესაფრად წოდებულ ბინაში ვცხოვრობ ჩემი ოჯახით, რადგან ადრე, სტიქიის დროს, სახლი ისე დამიზიანდა, რომ საცხოვრებლად ვარგისი აღარ იყო. ამიტომ მუდმივად როცა აქ ვარ, თითოეული ოჯახის მდგომარეობა ვიცი და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ პრობლემები არანაირი კუთხით არ შეექმნათ. წყალი ნამდვილად ჟონავს და არა მარტო მასთან. ეს კორპუსი გარედან არ არის თუნუქის ან სხვა მეტალით დაფარული და ამიტომ, ძლიერი წვიმის დროს, სამწუხაროდ, წყალი ჟონავს…

_ ქალბატონი ნანული ამბობს, რომ კი არ ჟონავს, სახლი წყლით ივსება. ყველაზე მეტად კედლებში ატანს…

_ მთლად მასე არაა _ გაზვიადებულია ეს ამბავი. ისე კი მანანა გოგუაძის შესახებ ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ და ამ ეტაპზე არ არის თავისუფალი ფართი. 2024 წელს გადასცეს მას ეს ბინა. მანამდე ის ფაქტობრივი მისამართით ნატანებს ეკუთვნოდა. ცხოვრობდა ავარიულ ბინებში. ეს ორსართულიანი ძველი სახლებია სოფელ თხინვალის გადასახვევთან, მერიას ეკუთვნის. თუ რამ შეიძლებოდა, მაშინ მერიამ დახმარება გაუწია. ახლაც საქმის კურსში ვართ და არ დარჩება უმეთვალყურეოდ, _ გვითხრა ქალბატონმა ნანულიმ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სერვისების სამსახურის უფროსი მაიზერ ცელაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ აღნიშნული სამსახურისთვის ცნობილია ამ ქალბატონის შესახებ:

_ ეს ქალბატონი, მანანა გოგუაძე, ცხოვრობდა ძველ ბინებში. არის მანდ, სოფელ მერიაში, ორსართულიანი, ძველი, საკმაოდ დაზიანებული ბინები. როგორც მახსოვს, მან დაწერა განცხადება და შესაბამისმა კომისიამ იმუშავა. 2024 წელს გადაიყვანეს აღნიშნული კორპუსის ბინაში. რაკი ასეთი პრობლემა შეექმნა, მომართვის საფუძველზე ვესაუბრე დეპუტატს. დადასტურებულია, კორპუსის რომ გვერდითა მხრიდან, ძლიერი წვიმის დროს, ჩადის წყალი. არც ერთჯერადად შეკეთებამ გამოიღო შედეგი. რას უზამ, კორპუსის ბინაა. ცალკე ხომ ვერ გადახურავ? მე ვურჩიე, რომ რაკი სხვებიც უჩივიან მსგავს პრობლემას, ერთობლივი განცხადება დაწერონ და მოხდება განხილვა. შემდეგ კი დადგენილების საფუძველზე შეკეთება თუ ზოგადად ღონისძიების გატარება მოხდება. ხაზგასმით გეტყვით, რომ საქმის კურსში ვართ ამ ქალბატონის მდგომარეობის შესახებ და არ დარჩება უყურადღებოდ, _ გვითხრა მაიზერ ცელაძემ.

“გურია ნიუსი” მიადევნებს თვალს ამ პროცესს. ქალბატონი, რომლის ცხოვრების გზა ბავშვობიდანვე ტრაგიკულია, მაინც გამორჩეულ ყურადღებას ითხოვს…

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ვის შეეხება მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

15:18; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში

14:50; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს, განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე

14:48; 25 თებერვალი, 2026

"სიახლე" ამჯერად "ბერძნულას" ეხება _ თხილის ფასების წლევანდელი ტანდემი

მერია ღონისძიებაზე მიწვეულ შემსრულებლებს 43 000 ლარს გადაუხდის

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო