საინფორმაციო სააგენტოს „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი სულხან მესხიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუშინ მის სახლში უცნობი პირი სამჯერ ცდილობდა შეჭრას.
„ბოდიში, ყველა ზარსა და შეტყობინებას ვერ ვპასუხობ. მადლობა ყურადღებისთვის.
დილის 7 საათამდე ვიჯექი აივანზე და ვდარაჯობდი იმ უცნობ პირს, ვინც სამჯერ ჩემს სახლში შემოჭრას ცდილობდა.
ბევრი უცნაური გარემოებაა, მათ შორის კითხვებიც…
პოლიცია ორჯერ გამოვიძახეთ, ორივე შეტყობინებაზე თითქმის ერთ საათიანი დაგვიანებით მოვიდნენ, რეაგირება მათი მხრიდან იყო 0.
სამართალდამცავებს ვუხსნიდით გარემოებას, მათ შორის მოსალოდნელ რისკებზე ვსაუბრობდი და შემთხვევის ადგილზე ერთი წუთითაც კი არ გაჩერებულან. ოქმში არ ჩაწერეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გვითხრეს, რომ თუ ისევ გამოჩნდებოდა ხელახლა დაგვერეკა მათთვის და არა 112-ში.
წარმოიდგინეთ, ღამით, სრულიად ადეკვატური და მოწესრიგებული ადამიანი ცდილობს თქვენს სახლში რამდენჯერმე შემოჭრას და ასეთ მდგომარეობაში პოლიცია გტოვებთ მარტო, არ რჩება შემთხვევის ადგილზე და რისკის წინაშე გტოვებს შიშველი ხელებით”,_ ამბობს სულხან მესხიძე.
ავტორი
ავტორი