სუმის რეგიონიდან რუსეთის ტანკები მუდმივად ბრუნდებიან რუსეთში. ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად კი ტყვეების გაცვლის შესახებაც შედგა შეთანხმება. ამის შესახებ ukrinform-ის ინფორმაციით, სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა.
“ამ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ის, რომ იარაღი, ტანკები და სხვა აღჭურვილობა დაუბრუნდება რუსეთს. ამ ქვედანაყოფის, ამ კოლონის ხელმძღვანელობასთან იყო მოლაპარაკება და მათმა ლიდერმა თქვა, რომ არ აპირებდა ბრძოლას და არ სურდა ბრძოლა. მას ესმის, რომ რუსეთში დააპატიმრებენ, მაგრამ გადაწყვიტა ტანკების ლულები აეწია და აგრესორ ქვეყანაში დაბრუნებულიყო. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით რუსული ჯარების და ტექნიკის დაბრუნებას რუსეთში. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ“, -განაცხადა ჟივიცკიმ.