პოპულარული თამაში Super Mario-ს გამომშვები კომპანიის, Nintendo-ს, განცხადებით, ცნობილ პერსონაჟზე შექმნილი ანიმაციური ფილმი 2022 წელს გამოვა.
ფილმზე მუშაობა კომპანიამ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა და, როგორც ბოლო განცხადებებით ირკვევა, პროექტზე მუშაობა კვლავ გრძელდება.
ანიმაციური ფილმის პროდიუსერები Nintendo-ს წარმომადგენელი დირექტორი და მარიოს შემქმნელი, შიგერუ მიამოტო და სტუდია Illumination-ის გენერალური დირექტორი, კრის მელედანდრი, არიან.
ჯერ კიდევ დაუსათაურებელი ფილმის შესახებ სხვა დეტალები არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარიოს გულშემატკივრები უკვე აღტაცებულები ელოდებიან საყვარელი პერსონაჟის დიდ ეკრანზე ხილვას.
[sexy_author_bio]