16 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაგეგმილი „სუფსა 2″ ჰესის სკოპინგის ანგარიშის წარდგენა არ შედგა.
„სურებში, მდინარე სუფსაზე დაგეგმილი იყო “სუფსა2 ჰესის” სკოპინგის დოკუმენტის საჯარო განხილვა 16 სექტემბერს. გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე არსებული ინფორმაციით, განხილვა გაუქმდა, რადგან “სუფსა2 ჰესის” შესახებ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა,” – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს „გურიის სამოქალაქო ცენტრის” დირექტორი, გრიგოლ მახარაძე.
მისივე თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ სოფელში როცა ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურმა წინააღმდეგობამ წარმატებას მიაღწია.
„2021 წელსაც განიხილებოდა სურებში მდინარე სუფსის ერთ-ერთ შენაკადზე ჰესის მშენებლობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ მდინარე სუფსა არაა ერთადერთი, სადაც ჰესების მშენებლობა განიხილება, იგივე პრობლემას ვხვდებით მდინარეების ბჟუჟის და ბახვისწყლის ხეობებში,” – აღნიშნა გრიგოლ მახარაძემ.
როგორც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსაზე, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია” გეგმავდა 15 მგვტ სიმძლავრის „სურები 2 ჰესის” მშენებლობას და ექსპლუატაციას.
ამავე თემაზე:
“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში
ავტორი