დღეს , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, სრული მობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებულ შპს „ქიუ ემ სის“ , რომელიც აქ თავისი წარმომადგენლის, იაკობ ლექვინაძის განმარტებით, სამართლიანად ფლობს ლიცენზიას და აგრძელებს მუშაობას „წესებისდაცვით“.
კითხვაზე, კორონა ვირუსთან დაკავშირებით, პრევენციის ღონისძიების თანახმად, შინ დარჩენის ნაცვლად, რატომ გამოცვივდნენ მდინარის კალაპოტებში და რატომ მუშაობენ ასე გამალებით, ლექვინაძემ „გურია ნიუსს“ უთხრა, რომ მანქანებში სხდებიან სათითაოდ, ფრთხილობენ, თქვე კი მხარე ხართ, ჟურნალისტი ასეთ კითხვას არ უნდა გვისვამდესო (??)
გარემოსდამცველების, ლევან მგელაძის და ირმა გორდელაძის კითხვაზე, „არღვევს თუ არა „ქიუ ემ სი“ მოპოვების წესს და ასევე მუშაობს თუ არა სხვა კონტურებში, ამაზეც უარი განაცხადა.
კიდევ ერთი კურიოზი -კარიერიდან მომავალი ათეულობით მძიმე ტვირთ მზიდი დგებოდა სპეციალურ სასწორზე, სადაც, მათივე თქმით, ზუსტად წონიან და არ უშვებენ ზედმეტად დატვირთულ მანქანებს, რომ გზები არ დაზიანდეს.
სილაურელთა მიერ წინა აქციაზე გაჟღერებული მოსაზრების, (რომ არ წონიან, სასწორი ეგერ-აგერ მუშაობს და მწონავიც „შპარგალკას“ თავისით წერსო), გადასამოწმებლად, ჩვენც იმ სასწორთან მივედით, სადაც ტვირთმზიდი მივიდა.
ჩვენდა გასაკვირად, სასწორი არ მუშაობდა ხოლო ჯიხურში მჯდომმა „მწონავმა“ გვითხრა, ახლახან გაფუჭდაო…
_ახლა კი ვართ დაღრეჯილი ხუმრობის ხასიათზე, გეუბნებოდით, სიაფანდი სასწორი“ უდგათ და იი კაციც, ტყუილა წერს „შპარგალკას“-თქო? ე, ბატონო, დარწმუნდით/ _გვითხრეს სილაურელებმა.
ვრცლად , კარიერებზე არსებული მდოგომარეობის შესახებ, საგაზეთო სტატიაში გიამბობთ.