ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სურების ხეობაში დიდი თოვლია.
„სურების მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, ჩამოსულია ცენტრალურ გზაზე დიდი რაოდენობით მიწის მასა, მოთხრილია ხეები, სამუშაოების წარმოებას უამინდობა და რთულად მისადგომი რელიეფი ართულებს“, _ წერდა წუხელ სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე. „მოსახლეობის საყურადღებოდ _ თუ რამე დაგჭირდებათ სოფლის ხელმძღვანელობა კავშირზეა და მზად ვართ მოგემსახუროთ საჭიროების შემთხვევაში. ვცდილობთ რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ მოძრაობა“, _ წერს მერი. წუხელ შუა სურებში ცენტრალურ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა , მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, სამაშველო ჯგუფი და მერიის შესაბამისი სამსახური. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved