“დღეს დაგეგმილი მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაორგანიზებული აქციაა”,_ ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.
“რადიკალური ძალები, კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, NGO-ები, კოლექტიური გიგაურები, ლომჯარიები აორგანიზებენ. ეს ის ხალხია, რომლებმაც ქართული გამჭვირვალობის წინააღმდეგ დააორგანიზეს აქციები და ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.
შესაბამისად სურთ, რომ მოატყუონ მოსახლეობა, თითქოს, ევროპას ამოფარებული მარშია, ჩვეულებრივად “ნაციონალური მოძრაობის” აქციაა და მოსახლეობას შევახსენებთ, თუ მოტყუვდებიან და მივლენ აქციაზე, კითხვები მაინც დაუსვან – რომ გვეუბნებოდით გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ უნდა გაგვეღვიძა ჩელიაბინსკში, ამის შემდეგ აიკრძალებოდა ოპოზიციური პარტიები, აიკრძალებოდა ყველა ოპოზიციური მედია საშუალება, არასამთავრობო ორგანიზაციები, არჩევნებამდე არავინ იფუნქციონირებსო, მოვიდა არჩევნები და დადასტურდა, რომ მათ მოსახლეობა ტყუილში შეიყვანეს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.