სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს ,_ ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ თქვა:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას”,_ თქვა მან.
დღეს კობახიძემ შსს-ს მოუწოდა, მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების საკითხი შეისწავლოს: “მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს”
Developed By Web Features 2026 © All rights reserved
































































