სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე, ქალაქ ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების ერთი მოქალაქე დააკავა.
“დაკავებული პირი, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება.
ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა.
დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით”,_ აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.