სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავეს.
„გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“,_ აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.



























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)






