ქაშვეთის ტაძარში შევარდნენ და საკურთხეველში შესვლას ითხოვდნენ, რასაც დებოში მოჰყვა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელევს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.
“10 მაისს სამწუხაროდ მოხდა მორიგი შევარდნა ტაძარში.
უკანასკნელ წლებში ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიურმა კამპანიამ, ზოგ ადამიანში განცდა გააჩინა, რომ ასეთ ნაბიჯებზე გადასვლის დროა.
ნასვამი ადამიანები ითხოვდნენ საკურთხეველში შესვლას, სასულიერო პირთაგან წესრიგისკენ მითითებას მოჰყვა დებოში, უშვერი სიტყვებით ლანძღვა და მუქარა”,_ წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, მომხდარის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ტაძარი ჩვეულებრივად დაკეტონ.
“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო”,_ აცხადებენ საპატრიარქოში.