ჭდე: სისხლის სამართლის კოდექსი

არასრულწლოვნის გაუპატიურება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლის შემადგენლობიდან გამოიყოფა და მისი ცნების მოდიფიცირება მოხდება

არასრულწლოვნის გაუპატიურება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლის შემადგენლობიდან ცალკე გამოიყოფა და მისი ცნების მოდიფიცირება ხდება. აღნიშნული ცვლილებები ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა, რომელიც ...

პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე  მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". წარმოდგენილი ...

რას ითვალისწიენებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. საკანონმდებლო ცვლილებების ...

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შედის

პარალამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებათა კანონპროექტი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის მიღების შემდეგ ახლებურად მოწესრიგდება გამოძიების მიზნებისთვის კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვასთან, ასევე, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ მობილურ ტელეფონთან მიმართებაში ბლოკირების მექანიზმს გააჩენს. კანონპროექტით, ასევე გაიწერება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოძიებას საფრთხეს არ შეუქმნის. ცვლილებით, გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შედეგად დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ. კანონპროექტი და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე  მუხლობრივად განიხილეს.