ტაიფუნ ჯების შედეგად იაპონიაში 10 ადამიანი დაიღუპა, 300 კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტაიფუნმა, რომელმაც იაპონიას დაარტყა, უძლიერესია იმ ტაიფუნებს შორის, რაც ქვეყანას ბოლო 25 წლის განმავლობაში თავს დაატყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნმა სხვადასხვა შენობა-ნაგებობების ნგრევა გამოიწვია. ქვეყანაში შეფერხდა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.
მილიონზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, მათ შორის, მგზავრების გაყვანა ოსკანას საერთაშორისო აეროპორტიდანაც მოხდა.
ამავე თემაზე: