ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას რეგულაციების გადავადებას მერიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს უყენებენ თბილისის მერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.
“ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე.
რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ”, – განაცხადა “პირველი რადიოს” რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა
მათივე ინფორმაციით ისინი აპირებენ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე აძლევენ.