პარლამენტის წინ შეკრებილმა ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი თქმით, მიზეზი თბილისის მერიასთან სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებია, რომელიც მათთვის მისაღებია.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, თბილისის მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმება მიღეწეულია.
“ჩვენ ქალაქის მერიასთან, პირადად მერმა კახა კალაძესთან მოლაპარაკებები დავიწყეთ. სისტემატურად ვმუშაობთ და რამდენიმე ძალიან კარგი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბევრი პრობლემა გადასაწყვეტი დარჩა, რომელზეც კახა კალაძეც და მერიაც თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ. ყინული გალღვა და მოლაპარაკების პროცესი დაიწყო”,-განაცხადა არჩილ არჯევანიძემ.
მოლაპარაკების შედეგად, ავტომობილების გადაღებვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ფირის გადაკვრა. ამასთანავე, მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები „ბე“ (B) კატეგორიაში მუშაობას 2021 წლამდე შეძლებენ.