https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტაქსით გაშვებული „ინსპექტორები“

4:10; 21.10.2018
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

ძველ თბილისში ურთიერთობებს, ქეიფს, ძმაკაცობას, მეგობრობას და ჩხუბსაც კი სხვაგვარი ხიბლი ჰქონდა. ბევრი სწორედ ქუჩაში სწავლობდა საუკეთესო ჩვევებს, მაშინ სხვანაირი გაგება და სხვაგვარი სიტყვა-პასუხი იცოდნენ. თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან დაბრუნება და მკითხველისთვის იმ დროს თბილისში არსებული ურთიერთობების გახსენება მსურს. უფროსი თაობის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ქალაქელობა დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისელობა კი – ყველაზე საპატიო ტიტული.

დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი ბატონი ვალერიან სულაკაური იქნება. ბატონი ვალერიანი თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, რადგან ცხოვრების განმავლობაში არაერთ ცნობილ და საინტერესო პიროვნებასთან მოუწია ურთიერთობა. ვალერიან სულაკაური ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებულ ერთ შემთხვევას გაიხსენებს.

„სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალურ სკოლაში ვსწავლობდი, კურსანტებს გვეძახდნენ. სკოლის მოსწავლეებს სპეციალური სამხედრო ფორმები გვეცვა. ალბათ, 16 წლის ვიყავი, როცა ნოდარ დუმბაძე დააპატიმრეს. მისი თაობის მწერლები „პერედაჩებს“ უკეთებდნენ, მაგრამ ციხეში არ ატანინებდნენ. მე კი, რადგან სამხედრო ფორმა მეცვა, პრობლემა არ მქონდა.

მოვიდოდნენ ეს მწერლები, მომიტანდნენ ნოდარისთვის გამზადებულ „პერედაჩებს“, მეც მივადგებოდი ციხის კარს და ჩემი ჩაცმულობის წყალობით, ურიგოდ იღებდნენ ამანათს. მოკლედ, ასე რამდენიმე „პერედაჩი“ შევუგზავნე. მერე, რომ გათავისუფლდა, წლების შემდეგ შევხვდი პირადად და ახლოს გავიცანი. ვეხუმრებოდი ხოლმე, მე რომ არა, აბა ვინ გამოგკვებავდა, სულ ურიგოდ და დაუგვიანებლად გიგზავნიდი ამანათებს-მეთქი. ისიც ღიმილით მიქნევდა თავს: აბა, აბა, შენი სამხედრო ფორმის ვალი მთელი ცხოვრება გამყვებაო“.

თავისი ქალაქური ამბებით, ჩვენი შემდეგი სტუმარი ბატონი ვახტანგ ცხადაძეა.

„ჩემს ახალგაზრდობაში, თბილისი თავისებური ქალაქი იყო. მაშინ ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აქ, ქალაქი უბნებად იყო დაყოფილი და ყველა ერთმანეთს იცნობდა. მაშინდელი თბილისი, გულწრფელად გეტყვით და, მენატრება. სულ სხვა გაგება, სულ სხვა რაინდული საქციელი და ურთიერთობები იყო მაშინ. ყველამ იცოდა, ვინ ვისთან დადიოდა, ვინ ვისი შეყვარებული იყო, ვინ კარგი თამადა და ვინ – კარგი დამრტყმელი. უბანში რომ დოდო აბაშიძე და თენგიზ კეკელიძე ცხოვრობდნენ, იქ ცუდი რა მოხდებოდა?

დოდოს არასდროს დაუჩაგრავს თავისზე სუსტი და, თუ ვინმე სუსტს დაჩაგრავდა, იმას უეჭველად გამოექომაგებოდა. ვაკეში კი იყო ამირან დუმბაძე. ტანად სუსტი იყო, არ ასკდებოდა „მუსკულები“, მაგრამ, ისე ჩხუბობდა, უნდა გენახათ. ერთხელ, კუს ტბაზე ვართ ასული ბიჭები. გავიხედეთ, ვიღაცეები მანქანებით ამოვიდნენ. ბუჩქებში დავიმალეთ. ასე შევესწარით დუელს. ამირან დუმბაძე და მასზე ტანად საკმაოდ მოსული ბიჭი დაეტაკნენ ერთმანეთს. ახლა რომ ამბობენ, „ბოი ბეზ პრავილო“, ეს იქ უნდა გენახათ. ისე ლამაზი, კორექტული ჩხუბი გამართეს მუშტით, თვალს ვერ მოაშორებდით. წარმოიდგინეთ, ამ პატარა კაცმა ისე გალახა იმხელა კაცი, სულ სისხლი ადინა. ბოლოს ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ჩასხდნენ მანქანებში და გამობრუნდნენ. ამ ამბის შემდეგ ამირანის საქციელი ლეგენდად იქცა და მთელი ვაკის ბიჭებმა „განტელებით“ ვარჯიში დაიწყეს“.

ნება მომეცით ბატონ ვახტანგს სიტყვა კიდევ ერთხელ გადავცე.

„ჯანსუღ ჩარკვიანის ენამოსწრებულობა ცნობილი ამბავია. ერთხელ, თამადა ვიყავი ქორწილში და ხელისმომკიდეების სახელები შემეშალა სადღეგრძელოს თქმის დროს. ჯანსუღმა ნამუსი „მომწმინდა“ – არ გაიკვირვოთ, ხალხნო, წინა ქორწილის კონსპექტი აქვს წამოღებულიო.

მოკლედ, ერთხელ ჯანსუღი მისულა ისეთ სუფრაზე, სადაც არავის იცნობდა. სთხოვეს, თამადად დადექიო, მაგრამ უარი უთქვამს – არავის ვიცნობ და უხერხულიაო. მოკლედ, მოუწია თამადის გვერდით დაჯდომა. გადმოიწევა თურმე თამადა ჯანსუღისკენ და ჩასჩურჩულებს ყურში: ბატონო ჯანსუღ, ეგერ რომ კაცია, რა ჰქვიაო. ეს აზრზე არ არის, მაგრამ, უთხრა – ჟორაო. ოჰ, მადლობაო. გავიდა ცოტა ხანი, ისევ ჩასჩურჩულა: იმის გვერდით რომ კა -ცი ზის, იმას რა ჰქვიაო. იმას, თენგიზიო. კიდევ გადაიხარა და ჰკითხა: ეგერ იმ კაცსო? ამოუვიდა ჯანსუღს ყელში და მიაძახა: თუ კაცი ხარ, შემეშვი, რას შემაწუხე, მაგდენი რომ მცოდნოდა, შენ დამასწრებდი თამადობასო?!“

კორკოტა, იგივე გიორგი კორკოტაშვილი მეგობრებისთვის საყვარელი ადამიანია. მათ გამო უკან არასდროს დაუხევია და დღესაც სიამოვნებით იხსენებს იმ წლებს, როცა ნაღდი თბილისელობა და ქალაქელობა მართლაც სავიზიტო ბარათი იყო.

„ოთხი წყალბურთელი ძმაკაცი რესტორნიდან გამოვიდა. ძველ თბილისში რესტორანი „ნადკუროი“ განთქმული იყო. მოკლედ, იქ მაგრად დათვრნენ ძმაკაცები და გამოვიდნენ. თებერვალია. მტკვარს მოაქვს დამდნარი თოვლი, ხე, ბუჩქი… ერთმა თქვა, ვინც არ გადახტეს ახლა ამ წყალშიო. სხვები ხომ არ ჩამორჩებოდნენ და დაეთანხმნენ, მოდიო. ტანსაცმლიანებმა ისკუპეს წყალში. ერთი გადახტა, მეორე მიჰყვა, მესამე მიჰყვა, მეოთხე დგას. ფიქრობს, გადავხტე, არ გადავხტე. თან წყალი ცივია, დახრჩობის დიდი საფრთხეა. ბიჭები წყლიდან უქნევენ ხელ-ფეხს, გადმოხტიო უყვირიან. ამ ტიპმა მიაძახა, ბიჭებო „ინსპექტორები“ მაქვს ახალი ნაყიდი, სამასი მანეთი მივეცი, დღეს პირველად მაცვია და როგორ გავიმეტო ამხელა ფასიანი ფეხსაცმელიო. ისინი გადაირივნენ, დაგინებულია ბიჭო, არ შეიწერო, რა გჭირს, ვაჟკაცი არ ხარო. ერთი სიტყვით, ნამუსზე შეაგდეს.

ამ ტიპმა იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გააჩერა ტაქსი. გაიხადა ფეხსაცმელები, ჩაუწყო ტაქსის მძღოლს მანქანაში, ფული გაუწოდა და უთხრა: აჰა, ძმაო, ფული და ეს ფეხსაცმელები სიონის ეკლესიასთან პატარა ბარი რომ არის, იქ მომიტანე, მე ცურვით დაგეწევიო. მძღოლი გამოშტერდა. სანამ ის აზრზე მოვიდა, ამან ისკუპა წყალში. ფეხსაცმელები კულტურულად ტაქსით გაუშვა, თვითონ კი გაყინულ, ბინძურ მტკვარში გადახტა და მოუსვა. ტაქსისტმა მიასწრო დათქმულ ადგილას მოცურავეებს. გააჩერა ტაქსი, გადავიდა, ხელში ფეხსაცმელები უჭირავს. მივიდა ბართან და ბარმენს უთხრა, თუ ძმა ხარ, ოთხი პატარა სირჩა არაყი ჩამოასხიო. ბარმენი გაშტერდა თურმე, ერთი კაცია, ოთხი ჭიქა რად უნდა, ან ფეხსაცმლის ხელში დაჭერა და ასე სიარული რა „პონტიაო“. უკითხავს, ხომ არ „მაღადავებ“, რა ოთხი ჭიქა დაგისხა თუ ძმა ხარ, თან მანქანით ხარო. ტაქსისტს ჩაუცინია, მე არ მინდა ძმაო, ახლა მტკვრიდან ოთხი ბიჭი ამოვა და მათ უნდა დავახვედროო. სულ შეშლილა ბარმენი.

არ გასულა ცოტა ხანი და ის ოთხი გაწუწული ძმაკაციც მოსულა. ის არაყიც უხუხიათ და ფეხსაცმელებიც საღ-სალამათი რომ დახვდათ, მადლობა გადაუხდიათ მძღოლისთვის. კარგა ხანი საუბრობდნენ თბილისში ამ ამბავზე. ეს რა უქნიათ ოთხ ნაგიჟარს, ამ თებერვალში, როგორ გაბედეს ადიდებულ მტკვარში, თანაც, ნასვამებმა შესვლა და ბანაობაო.

დღევანდელ ქალაქურ „ისტორიებს“ გია კორკოტაშვილის კიდევ ერთი მოგონებით დავასრულებთ.

„მე, ვახტანგ მესხი, გიგლა ჩიქოვანი და კიდევ რამდენიმე ჩვენი ძმაკაცი ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე ჩამოვდივართ. გავიხედეთ, ოთარ რამიშვილი თავისი სახლის სადარბაზოსთან დგას და შუა გაწევ-გამოწევაშია, ყველას სახლში ეპატიჟება, არადა, თავად არ სვამდა იმ პერიოდში. რომ დაგვინახა, გაუხარდა. გვკითხა, სად მიდიხართ ბიჭებო, რას აპირებთო. ჩვენ ვუპასუხეთ, არაფერს არ ვაპირებთ, რაღაც ატროვებულები ვართ და ჩვენ თვითონ არ ვიცით რა გვინდაო.

ოთარს სახე გაებადრა, მაგარი პურმარილი მაქვს სახლში, ღვინოც მაქვს და გეპატიჟებით ჩემთანო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა? კარგი პურმარილი, კარგი სასმელი, კარგი სიმღერა, გარეთ სიცივე და სახლში სითბო. მახსოვს, გარეთ თოვდა. ოთარი არ სვამდა, სამაგიეროდ, გიტარას უკრავდა და საოცარ ისტორიებს გვიყვებოდა. შევამჩნიეთ, რომ ხშირად გადიოდა ოთახიდან. ცოლმა ჰკითხა, რა არის, ოთარ, რა ხშირად ტოვებ სუფრას, რა გჭირსო. მანაც უპასუხა, ტუალეტში მინდება ხშირ-ხშირად, გავცივდი და ცისტიტი მაქვსო. ჩვენც დავიჯერეთ. სინამდვილეში, თურმე ოთარს, დამალული აქვს იქ სასმელი, გადის და ჩუმ-ჩუმად წრუპავს. არადა, ნელ-ნელა ქეიფის ეშხში რომ შედიოდა და სიმღერას უმატა, კი გაგვიკვირდა, მაგრამ აბა, რას წარმოვიდგენდით? გაგვითავდა სუფრასთან ღვინო. მე ვუთხარი, სახლში წამალივით ღვინო მაქვს, წავალ და მალევე დავბრუნდები-მეთქი.

გამოვედი. სად არის ტაქსი? დავადექი ქუჩას ფეხით. იმხელა თოვლი მოვიდა, რომ გზაშიც არ დამეწია მანქანა. შანიძის ქუჩამდე ასე ვიარე. სახლიდან გამოვიტანე ოცდაორლიტრიანი ჭურჭლით ღვინო. ისეთი მძიმე იყო, ოთარისთან სახლში ნამდვილად ვეღარ ავიტანდი ფეხით. მეუღლემ მითხრა, აგერ ციგა მაქვს და იქნებ ამით აიტანოო. დავდგი ეს ჩემი ღვინო იმ ციგაზე და ცურვა-ცურვით ავიტანე ეს ღვინო.

ნახევარი ვაკე და ვერა მომდევდა, მიხვდნენ, მაგარი ქეიფისთვის იყო განკუთვნილი ეს სასმელი. მივედი როგორც იქნა, ოთარის სახლამდე და თან იმ ღვინოს ოთხი-ხუთი დაუპატიჟებელი სტუმარიც მივაყოლე. წარბიც არ შეუხრია მასპინძელს. ის ღამე სიმღერებით და საოცარი ამბების მოყოლაში გავათენეთ. ეს ერთ-ერთი თბილისური, ამბავია, რომელიც ჩემს მეხსიერებაში არასდროს წაიშლება და რომელსაც ყოველთვის ღიმილით და სიამაყით ვიხსენებ. აი, ასეთი სტუმარმასპინძლობა ვიცოდით ჩვენს ქალაქში“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27 თებერვალი, 2026
ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

ყველა სიახლე

სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო