დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ გასვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევანი გაკეთდა პირადი ურთიერთობების სასარგებლოდ და მეორე მხარეს დარჩა სახელმწიფო ინტერესები, მიზნები და ის ვალდებულებები, რომლებიც ერთად ავიღეთ საზოგადოების წინაშე.
მან ასევე აღნიშნა, რომ რაიმე პრინციპულ საკითხზე უთანხმოება არ ყოფილა, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ.
„მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები და ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, გიორგი გახარიამ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
წყარო: იმედინიუსი