პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა ეს პარლამენტის წევრებზე ქიმიური შეტევა იყო. თალაკვაძის განცხადებით, თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს მომხდარს, ეს შესაბამისი სამსახურების საქმეა და უკვე დაწყებულია მოქმედებები.
მისივე თქმით, შესვენების დასრულების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა გაიმართება.
“სამწუხაროდ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, “სირცხვილიამ” აიღო ამაზე პასუხისმგებლობა. ჩვენთვის ეს განცხადება საკმაოდ უცნაური იყო. რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობს და სხდომა განახლდება. პარლამენტის მუშობას ვერავინ შეაჩერებს და ვერ დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუტს, იქნება სათანადო რეაქციები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ