ინდოეთის შტატ ტამილ ნადუში მოვაჭრეებმა პეპსის და კოკა-კოლას გაყიდვა აკრძალეს.აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მოვაჭრეთა ასოციაციაში ამბობენ, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ ფირმებს დიდი რაოდენობით წყალი სჭირდებათ მდინარეებიდან, რის გამოც ფერმერებს გვალვის დროს მიწის მოსარწყავად ხელი ეშლებათ.
როგორც ცნობილია, აკრძალვას მილიონზე მეტი მაღაზიის მეპატრონეები უნდა დაემორჩილონ.
ორი ძირითადი სავაჭრო ორგანიზაციის, ტამილ ნადუს მოვაჭრეთა ასოციაციის და ტამილ ნადუს მოვაჭრეების ასოციაციების ფორუმის განცხადებით, მათ მიერ შეთავაზებული აკრძალვა გასულ თვეში ბევრმა ახალგაზრდამ გააპროტესტა.
მათი თქმით, ვინც აკრძალვას აპროტესტებს ადგილობრივ ტრადიციებს ესხმის თავს.
ტამილ ნადუს მოვაჭრეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ტა ველაიანის განცხადებით, გაზიანი სასმელების ამკრძალავი კამპანია რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
„ჩვენ, რამდენიმე თვის წინ გამაგრილებელი სასმელების წინააღმდეგ კამპანია დავიწყეთ.მაგრამ მამოძრავებელი ძალა მას შემდეგ ვიგრძენით, რაც პრო-ჯალიკატუ მოძრაობამ მხარი დაგვიჭირა“,_განაცხადა ტა ველაიანმა.
მისივე განცხადებით, კოკა-კოლასა და პეპსის აკრძალვა ხელს შეუწყობს ხილის წვენების გაყიდვას.
„კოკა-კოლასა და პეპსის მსგავსი სასმელები არ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, რადგან დიდი რაოდენობით შაქარს და ქიმიურ დანამატებს შეიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინდურ წვენებს და აკრძალვა ხელს შეუწყობს ხილის წვენების უკეთ გაყიდვას“,_განაცხადა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, კოკა-კოლას და პეპსის აკრძალვის გამო ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.