საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებზე უფასოდ გაიცემა, მიუხედავად იმისა შედის თუ არა პაციენტი რომელიმე რისკ ჯგუფში. ამის შესახებ მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ განცხადა, სადაც ის სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცეს სახელმწიფო სუფსიდირებით, ანუ მოქალაქეებზე გაიცეს უფასოდ, ხვალ დავიწყებთ ამის განხორციელებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.